ლადო სადღობელაშვილი – „მოსახლეობის 97,5% სულ ცალ ფეხზე ჰკიდია „ოცნება” იქნება თუ ნაცი”!

ლადო სადღობელაშვილი - „მოსახლეობის 97,5% სულ ცალ ფეხზე ჰკიდია „ოცნება” იქნება თუ ნაცი”!ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ვიღაცამ დაწერა დღეს აქციაზე 40 000 ადამიანი მივიდაო, მერე მეორემ დაწერა 40 კი არა 60 000 მივიდაო… მე უკეთესს გეუბნებით თუნდაც 100 000 ადამიანი მისულიყო… და მერე რა? ეს გეამაყებათ? გიხარიათ? ეს კარგი ციფრი გგონიათ?
– ეგ მოსახლეობის ის 1% (~40 000) ეგ ის 1,5% (60 000) ეგ ის 100 000 (2,5%) ვისაც ქვეყანაში ულხინს! ეგ მოსახლეობის ის ნაწილია ვისი კეთილდღეობაც “ოცნების” მთავრობაში ყოფნა არ ყოფნაზეა დამოკიდებული! დანარჩენი 3 600 000 -ზე მეტი ადამიანი “ოცნების” დაძახილზე არ დადის! დანარჩენ 97,5% სულ ცალ ფეხზე ჰკიდია “ოცნება” იქნება თუ “ნაცი”! დანარჩენებს არც წამლის ფული აქვთ არც საჭმლის! არც ბიზნესი აქვთ და არც თანამდებობა! არც ხალისი თქვენ პარტიულ ღონისძიებებზე იაროს! ამიტომ ძვირფასო “ოცნება” მე თქვენს ადგილას ასე ძალიანაც არ გამიხარდებოდა…
10 წლის წინ ბიძინას ერთ დაძახილზა ხალხი ფეხით მოდიოდა საქართველოს ყველა კუთხიდან , 10 წლის წინ არა თუ რესპუბლიკის მოედანი არამედ მთელი რუსთაველი იჭედებოდა საქართველოს მოქალაქეებით! თქვენ კი ძვირფასო მთავრობა, ის ნდობა ის მუხტი და შემართება არა თუ გაანახევრეთ არამედ მეათედიც კი არ დატოვეთ! ეს რეგრესია! რეგრესი რომელიც საქართველოს დოვლათის არასწორ გადანაწილებას და მიტაცებას მოჰყვა!
Ps რამ გამახსენა არ ვიცი ალბათ იგივე “რეჟისიურამ” (დიდ კინომატოგრაფისტ ხაინდრავას ვგულისხმობ) მაგდენ ხალხს რამოდენიმე წლის წინ ზუსტად მანდ რესპუბლიკის მოედანზე 5% პატრიოტთა ალიანსი კრეფდა… და სად არის ახლა პატრიოტთა ალიანსი?“