მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს:
„გაიღვიძე საქართველო! გამოფხიზლების დროა! მიმდინარეობს საქართველოს ჩუმი ანექსია – ანექსია მარტო ტანკი არ არის. სასწრაფოდ დაუწესდეს რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი! ასე თუ გაგრძელდა, მივიღებთ საქართველოს ქართველების გარეშე!” – წერს მამუკა ხაზარაძე.
შეგახსენებთ, “აზიმუტის” რუსული ხომალდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაახლოებით 1 საათის წინ დაჯდა. აეროპორტში რეისს საპროტესტო აქციით დახვდნენ.