მიტროპოლიტი სპირიდონი – „რუსეთის გინება ცუდი საქციელია“

მიტროპოლიტი სპირიდონი - „რუსეთის გინება ცუდი საქციელია“„ახლა მოდაშია, ასე ვთქვათ, პრადვინუტობად ითვლება, სინამდვილეში ეს არის ძალიან საქციელი, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის გინება. ეს არ არის სწორი. ახლა გაიხსნა ფრენები, უვიზო მიმოსვლა გაიხსნა, მე მაგალითად, ძალიან მიხარია, იმიტომ, რომ მართლმადიდებელი ქვეყანაა რუსეთი და მინდა, მასთან იყოს ძალიან კარგი ურთიერთობა. ჩვენ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, ძალიან უნდა დავეხმაროთ.

რა არის ჩვენი ნამდვილი გინი – ღვთისმშობლის წილხვედრ ჩვენ საქართველოს, აწ და მარადის ქრისტეს გზით ევლოს. ეს არის ჩვენი გიმნი და არა ის გაუგებარი სიტყვების წყობა, რომელსაც დღეს ამღერებენ – დიდება თავისუფლებას. თავისუფლებას დიდება კი არა, ქრისტე ღმერთს დიდება.

ერს კიდევ გირჩევთ, ნუ ლანძღავთ იმ ქვეყანას, ნუ უწოდებთ მტერს, რომელიც ამ გარყვნილებას და გათახსირებას მსოფლიო მასშტაბით ებრძვის, არ არის ეს სწორი. და ღმერთმა, მე ძალიან გამეხარდა, რომ ეს ახლა ადგა, მიმოსვლა. ღმერთმა ქნა, ეშმაკს არ უნდა, რომ ორი მართლმადიდებელი ერი ერთად იყოს და ერთმანეთს დაეხმაროს, რათ უნდა ეშმაკს, დაყავი და იბატონეს იძახის”. –  თქვა მეუფე სპირიდონმა მორიგი ანტიდასავლური და ჰომოფობიური შინაარსის ქადაგებისას.