„ახლა, ამ ტრიბუნიდან მინდა მივმართო გიორგი ანწუხელიძის და გიორგი ოთხოზორიას ოჯახებს. მე, როგორც ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, ბოდიშს გიხდით იმ შეურაცხყოფისთვის, რომელიც არა მხოლოდ თქვენი, არამედ მთელი ქვეყნის შეურაცხყოფაა.” – ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღეზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„არ არსებობს ხალხი, რომელსაც ომის არ ეშინია. ომის სისასტიკე ჩვენსავით ცოტამ თუ იცის და ცოტას თუ ესმის, მაგრამ საკუთარ საზოგადოებაში შიშის გაღვივება, რაც ადვილია იმ ქვეყანაში, რომელსაც უამრავი შემოსევა და დაპყრობა ახსოვს. ამით მანიპულირება ვერ გახდება წარმატებული მართვის ფორმულა. ყველასთვის გასაგები რომ იყოს, რასაც ვგულისხმობ, გავიხსენებ იმედზე გასულ ომის მოდელირებულ ქრონიკას. გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როდესაც დღეს ვითვლით, რამდენ მილიონს მოგვიტანს ფრენები. ნუთუ, ჩვენი ღირსება 200 თუ 300 მილიონად იყიდება. ახლა, ამ ტრიბუნიდან მინდა მივმართო გიორგი ანწუხელიძის და გიორგი ოთხოზორიას ოჯახებს. მე, როგორც ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, ბოდიშს გიხდით იმ შეურაცხყოფისთვის, რომელიც არა მხოლოდ თქვენი, არამედ მთელი ქვეყნის შეურაცხყოფაა.” – განაცხადა პრეზიდენტმა.