პაატა მანჯგალაძე – „ლავროვის ოჯახის წევრების ქორწილი, ტაშ-ფანდური, ელარჯის წელვა, სულში ჩაფურთხება 2008 წლის გმირი ბიჭების“

პაატა მანჯგალაძე - „ლავროვის ოჯახის წევრების ქორწილი, ტაშ-ფანდური, ელარჯის წელვა, სულში ჩაფურთხება 2008 წლის გმირი ბიჭების“დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ ლავროვის ოჯახის წევრების ქორწილი 2008 წლის გმირი ბიჭებისთვის სულში ჩაფურთხებაა.

მანჯგალაძის თქმითვე, დღეს საზოგადოების ნაწილი „მოყვრის მგმობი, მტრის ვერ მცნობია“.

„ეს არის ძალიან სამარცხვინო ამბავი არა იმიტომ, რომ საქართველო სტუმართმოყვარე არაა – ლავროვი და პუტინი საქართველოს სტუმრები არ არიან, ისინი არიან საქართველოს მტრები. ვინმე იტყვის ალბათ ოჯახმა და შვილებმა რა დააშავესო – ყველმა დააშავა. სანქცირებულია ეს ოჯახი. სამარცხვინოა ამ სასტუმროების განცხადება, სადაც ლავროვზე ხდება აპელირება, რომ ლავროვის გვარით არავინ ჰყავთ. ვინოკუროვა ხომ გყავთ? ქმრის გვარზე აქვთ რეგისტრაცია გავლილი. ეს არის სამარცხვინო ქმედება. სულში ჩაფურთხება 2008 წლის გმირი ბიჭების და ანწუხელიძის, რომელიც კახეთიდანაა. რა გჭირთ ხალხო, რა დაგემართათ, გროშების გამო… ყვარელთან პირდაპირ კავშირში იყო ადამიანი, თავისუფლებისთვის იბრძოდა, ილია ჭავჭავაძე გვეუბნებოდა – „მოყვრის მგმობი, მტრის ვერ მცნობი“. მტერს და მოყვარეს ვერ არჩევთ? ასეთს რას გიხდიან, რას დაგამსგავსათ ივანიშვილმა. როგორ შეიძლება ყველაფერი გავყიდოთ იმის გამო, რომ 2 გროშით მეტი მოვაგროვოთ? ეს ქმედება სამარცხვინოა. ხალხში ორივე განცდა არსებობს – გმირობისაც და სილაჩრისაც. ეს წამოწია „ქართულმა ოცნებამ“, რომ შეგიძლია კიკუსავით გროშის ფასად გაიხადო. ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკა“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.