რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა

რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმარუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება 10 მაისს გამოქვეყნდა.  სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან მოიხსნება.

პუტინის განკარგულების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა-გამოსვლას, ვიზების გარეშე, პასპორტის საფუძველზე შეძლებენ.

გამონაკლისი იქნებიან ის მოქალაქეები, რომლებიც, რუსეთის ფედერაციაში შესვლას სამუშაოდ, განათლების მისაღებად ან 90 დღეზე მეტ ხანს გეგმავენ.

რუსეთის პრეზიდენტის კიდევ ერთი განკარგულებით, საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისების აკრძალვა ოფიციალურად მოიხსნა.