„სკოლების ადმინისტრაციავ და მასწავლებლებო, ნუ აქციეთ სასკოლო ექსკურსია კოშმარად!“ – თინათინ მოსიაშვილი

„სკოლების ადმინისტრაციავ და მასწავლებლებო, ნუ აქციეთ სასკოლო ექსკურსია კოშმარად!“ - თინათინ მოსიაშვილითინათინ მოსიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„სკოლების ადმინისტრაციავ და მასწავლებლებო, ნუ ვაქციეთ სასკოლო ექსკურსია კოშმარად!
ექსკურსია არის საგანამათლებლო ღონისძიება, რომელშიც უნდა მონაწილეობდეს ყველა ბავშვი!
მშობლების მონაწილეობა სულაც არ არის საჭირო
არც – ქეიფი (რომელსაც თანხის ნახევარი მიაქვს!)
არც რამდენიმე ანიმატორი!
(შეიძლება მასწავლებლებმა ან მშობლებმაც გაართონ ბავშვები!)
ეს დღეებია, ვესაუბრები მშობლებს და
არ შეიძლება, არ შეიძლება, არ შეიძლება (!)
მცხეთის, ვარიანის, მარტყოფის, ჩარგალის ექსკურსია ბავშვის ოჯახს უჯდებოდეს 80-100 ლარი!
ბევრ ოჯახში 2-3 ან მეტი ბავშვია და ეს ექსკურსიები მძიმე დარტყმად ექევათ ხოლმე ოჯახებს.
ყველა დონეზე ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამისთვის, რომ ექსკურსია იქცეს ნამდვილ საგანამათლებლო ღონისძიებად და იგი ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის.
ბევრი მასწავლებელი (და კიდევ უფრო მეტი მშობელი) მეკონტაქტება და ახლაც მზად ვარ, რეკომენდაცია გავუწიო მასწავლებლებს.
თამამად შემიძლია ვთქვა, სკოლების უმეტესობას არ აქვს ექსკურსიის კულტურა და ვერ აცნობიერებენ ამ ღონისძიების მნიშვნელობას!
პ. ს. მეტსაც გეტყვით, მგონია, რომ ყველა სკოლა (ქალაქებში მაინც), რომელმაც არ გამოიყენა გუშინდელი მუზეუმების საერთაშორისო დღე, დამნაშავეა საკუთარი მოსწავლეების წინაშე!“