ცნობილი ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი დედა გახდა. ფოტო ხატიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და წერს:
„ჩვენი ცხოვრების სიყვარული დაიბადა”.
რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი ხატიას ორსულობის შესახებ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ვინ არის მისი ახალდაბადებული ბავშვის მამა და პიანისტს ჯერ არც პატარის სქესი ან სახელი გაუსაჯაროებია.