ირაკლი ოქრუაშვილი – „აბა გამოიცანით 25 როლექსი რა კატეგორიის ადამიანს ექნებოდა სახლში…  იმას, ვინც მისაღებ გამოცდებს აწყობდა. მიხვდით ვისი ბინა იყო?“

ირაკლი ოქრუაშვილი - „აბა გამოიცანით 25 როლექსი რა კატეგორიის ადამიანს ექნებოდა სახლში...  იმას, ვინც მისაღებ გამოცდებს აწყობდა. მიხვდით ვისი ბინა იყო?“ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„თემამ მოიტანა და მეც ვიტყვი. 2004 წელია, ახალი დანიშნული ვარ პროკურორად და თბილისში ერთი ცნობილი ადამიანის ბინა „გატყდა”. საქმე გაიხსნა თუ არა აღარ მახსოვს, მაგრამ ეგ არაა მთავარი – ოჯახის უფროსმა გამომძიებლებს უთხრა, რომ ჩვენებაში ნუ დამაფიქსირებინებთ და ზეპირად გეტყვით რაც წაიღესო. წაღებული კი იყო ბევრი რამ, მათ შორის 25 ცალი როლექსის საათი, რომლის მინიმალური ღირებულება მაშინდელი ფასებით 20.000 დოლარიდან იწყებოდა. აბა გამოიცანით 25 როლექსი რა კატეგორიის ადამიანს ექნებოდა სახლში. ვერ მიხვდებით.
იმას ვინც მისაღებ გამოცდებს აწყობდა. მიხვდით ვისი ბინა იყო?“