ირაკლი ზარქუა – რას უწუნებენ ჩემ „ხაბეს“?! რა არ მოსწონთ?!

ირაკლი ზარქუა - რას უწუნებენ ჩემ „ხაბეს“?! რა არ მოსწონთ?!რას უწუნებენ ჩემ „ხაბეს“?! რა არ მოსწონთ?! – „ხაბე“ მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეა და მასთან თანამშრომლობა მოუწევთ – „ხაბე“ შენკენ ვარ! – ეს განცხადება პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

ზარქუას მტკიცებით, 2024 წლის არჩევნებისთვის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანდება როგორც ე.წ. ტროიკა, ასევე პარტია „ლელო“.

„მისგან გამიჯვნა არ გამოვა! ბადრი ჯაფარიძემ ცალკე რა უნდა ქნას?! რა პოლიტიკური გამოცდილება გააჩნია?! – საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავს. ამიტომ, ჩემ „ხაბესთან“ თანამშრომლობა მოუწევთ, „ხაბესთან“ თანამშრომლობა კი იმას ნიშნავს, რომ ყველანი არიან რადიკალები და ჩვეულებრივი მწვალებლები. ამათი ხელისუფლებაში მოსვლა ღმერთმა არ ქნას – გგონიათ ვინმეს დაინდობენ?! ერთმანეთს არ ინდობენ და უარესს გააკეთებენ!“ – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ზარქუამ.