კანადაში გავრცელებული მასშტაბური ხანძარი – ნიუ იორკის მერმა, ერიკ ადამსმა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, ნიუ-იორკში ეს არის უპრეცედენტო მოვლენა და მოსახლეობამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.
“ჩვენ მოვუწოდებთ ნიუ-იორკის მოსახლეობას, დარჩნენ სახლში. ყველა მოქალაქემ მაქსიმალურად უნდა შეზღუდოს გარე საქმიანობა. დახურეთ ფანჯრები, გამოიყენეთ ჰაერის გამწმენდები, ხანდაზმული თუ ხართ ან გაქვთ სუნთქვის პრობლემები, დარჩით სახლში. გარეთ გასვლის შემთხვევაში, აუცილებლად ატარეთ მაღალი ხარისხის ნიღბები“, – მიმართა მერმა მოსახლეობას.
ნიუ იორკისა და ფილადელფიის აეროპორტებში კანადაში ტყის ხანძრისგან გამოწვეული ცუდი ხილვადობის გამო ფრენები გადაიდო.
თეთრ სახლში განაცხადეს, რომ კანადას ტყის ხანძრებთან საბრძოლველად დახმარებას უგზავნიან. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აშშ კავშირზეა კანადის მთავრობასთან და უკვე მობილიზებულია 600-ზე მეტი ამერიკელი მეხანძრე, ასევე საჭირო აღჭურვილობა.