„ხო იცოდა, რაღას მოდიოდა… დატეულიყო უკრაინაში და არაფერი მის თავს არ მოხდებოდა“ – ალეკო ელისაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

„ხო იცოდა, რაღას მოდიოდა... დატეულიყო უკრაინაში და არაფერი მის თავს არ მოხდებოდა“ - ალეკო ელისაშვილი მიხეილ სააკაშვილზეპარტია „მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ უნდა ჩამოსულიყო.

„თავის თავს უქმნის ამ პრობლემებს. უბრალოდ არ შეუძლია ციხეში ჯდომა. ხო იცოდა, რაღას მოდიოდა მე-19 საუკუნის რევოლუციონერივით. დატეულიყო უკრაინაში და არაფერი მის თავს არ მოხდებოდა. ხო იცოდა, რომ მის წინააღმდეგ საქმე იყო აღძრული. როცა იცი, რომ ციხეში ჯდომა არ შეგიძლია, უსაყვედუროს იმ ხალხს, ვინც დაარწმუნა სააკაშვილი, რომ აქ ჩამოსულიყო. არც თავის თავს დამართებდა ამ ამბავს და არც ხალხს დააწყვეტდა ნერვებს“, – ამბობს ალეკო ელისაშვილი.