საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2023 წლის მაისში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 1.5% შეადგინა. ხოლო თვიურ ჭრილში ქვეყანაში დეფლაცია დაფიქსირდა და წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ -0.1% შეადგინა.
რაც შეეხება სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფის ფასების წლიურ პროცენტულ ცვლილებას, ის შემდეგნაირად გადანაწილდა:
სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე, წინა წელთან შედარებით, ფასები 3.3%-ით გაიზარდა , რაც წლიურ ინფლაციაზე 1,19%-ით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:
ხორცი და ხორცის პროდუქტები, რომელიც 9,7%-ით გაიზარდა;
რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფის ფასები გაზიარდა 9,3%-ით;
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენების ფასები გაიზარდა 7,1%-ით;
ბოსტნეულისა და ბაღჩეულის ფასები გაიზარდა 6,3%-ით;
თევზეულის ფასი გაიზარდა 6,0%-ით;
ყავის, ჩაისა და კაკაოს ფასი გაიზარდა 4,6%-ით;
შაქრის, ჯემისა და სხვა ტკბილეულის ფასები გაზიარდა 2,2%-ით;
პურისა და პურპროდუქტების ქვეჯგუფში 1,8%-იანი მატება ფიქსირდება;
ამასთან ერთად, წლიურად ფასები შემცირებულია ზეთსა და ცხიმზე, სადაც კლება 17,0% იყო. 12.0%-ით გაიაფდა ხილისა და ყურძნის პროდუქტები.
სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ჯგუფზე ფასები გაიზარდა 18,%-ით, რაც 0,92 პროცენტული პუნქტით აისახა ძლიერ ინდექსზე. ფასები, უმეტესწილად, მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:
საფინანსო მომსახურება – 27,9%-იანი მატება;
პირადი ჰიგიენა – 12,5%;
სხვა სახის მომსახურება 92,0%-ული მატება;
ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 7,1%-ით, რაც წლიურ ინდექსზე 0,48%-ით აისახა:
ალკოჰოლური სასმელები გაძვირდა 9,1%-ით;
თამბაქოს ნაწარმი გაძვირდა 5,0%-ით;
რაც შეეხება ტრანსპორტის ჯგუფს: აქ ფასები 12,9%-ით შემცირდა და იგი -1,64%-ით აისახა მთლიან ინდექსზე:
20,3%-ით შემცირდა ფასები პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე;
2,0%-ით გაიაფდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენა;
თუმცა ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე, სადაც 6,4%-იანი მატება დაფიქსირდა;
7,5%-იანი ფასების შემცირება ფიქსირდება ჯანმრთელობის დაცვის ქვეჯგუფში , რაც -0,73%-ით აისახება წლიურ ინდექსზე:
18,1 შემცირდა ფასები სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე;
ამავდროულად ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე და ზრდამ 12,5% შეადგინა.
6,7%-ით გაძვირდა საავადმყოფოს მომსახურება.