მაიკო კაჭკაჭიშვილი – „მეგობრებოო, სათხოვარი მაქვს თქვენთან… ჩემს დათუნას არ აქვს ტელეფონი…“

მაიკო კაჭკაჭიშვილი - „მეგობრებოო, სათხოვარი მაქვს თქვენთან... ჩემს დათუნას არ აქვს ტელეფონი...“მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„მეგობრებოო, სათხოვარი მაქვს თქვენთან – პირველად ვწერ ასეთ პოსტს, მაგრამ არაუშავს, ვინც ადამიანია, ის გამიგებს.

ჩემს დათუნას არ აქვს ტელეფონი და იქნებ ვინმე მუშაობდეთ ტელეფონებში და შევძლო ბანკის გარეშე განვადება, წინასწარი შესატანის გარეშე. ძალიან გთხოვთ, ამაში რომ დამეხმაროთ.

რო ვერ ვუკავშირდები, ისეთი შიშები და სტრესი მაქვს, რომ მარტო მე და ღმერთმა ვიცით რა გადამაქვს.

P.S. გვერდი ვერიფიცირებული მაქვს, მყავს 35 000 გამომწერი და 5000 მეგობარი.

ინსტარგრამზე 25000 გამომწერი და იქნებ ბარტერი ან რაიმე მსგავსიც გამოვიდეს.

ცოტა კი მერიდება, მაგრამ ესეც გაივლის”.