სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა

სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალასალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა. პრეზიდენტმა ინფორმაცია საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რომ შეწყალების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უზენაესმა სასამართლომ გვარამიას საკასაციო სარჩელი არ დააკმაყოფილა.

„დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიოას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე მას შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამარტლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამარტლომ არ მიიღო განსახილველად საკასაციო სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე ე არ ვაპირებ რამე ახსნა-განმარტებვა გაგიზიაროთ, რადგან ეს არის ჩემი დიოსკრეციული უფლება, მინდა, მხოლოდ ის გაგახსენოთ, რაც ბრიუსელში ვთქვი – რომ ასეთი გადაწყვეტილება, პრეზიდენტის დისკრეციულ იუფლება ვინმეს ზეწოლას, რჩევას, რეკომენდაციას თუ სხვა ტიპის მუქარას,“ – ამბობს პრეზიდენტი.
სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა ასევე იმას, თითქოს ის პატრიარქთან შეხვედრას და მისგან შეწყალებაზე ნებართვას ითხოვდა, რაც მისი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება.