სასწრაფოდ მოიწვიეთ უშიშროების საბჭოს სხდომა! – პრეზიდენტი პერემიერს

სასწრაფოდ მოიწვიეთ უშიშროების საბჭოს სხდომა! - პრეზიდენტი პერემიერსრა ზომებს იღებს ხელისუფლება რომ დაცული იყოს საქართველოს საზღვარი – სალომე ზურაბიშვილის თქმით, სახემწიფოს ყველა უწყება მას ინფორმაციას არ აწვდის.

ზურაბიშვილი მოუწოდებს პრემიერს სასწრაფოდ მოიწვიოს უშიშროების საბჭოს სხდომა.

„სამწუხაროდ, ვერ მივიღე საჭირო ინფორმაცია სახელმწიფო პასუხისმგებელის სტრუქტურისგან. ვერც შსს-გან, ვერც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან, ვერც დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელისგან.არათუ ინფორმაციის მიღება, დაკავშირებაც ვერ მოხერხდა, რაც საგანგაშოა ამ დროს.

იძულებული ვარ, საჯაროდ მოვუწოდო პრემიერს, დაუყოვნებლივ მოიწვიოს უშიშროების საბჭოს სხდომა.” – განაცხადა პრეზიდენტმა
ცნობისთვის, რუსეთში 23 ივნისს სამხედრო არეულობა დაიწყო. კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მათ ბანაკზე სარაკეტო იერიში მიიტანა და დაქირავებული მებრძოლების დიდი რაოდენობა დაიღუპა. რუსეთის თავდაცვამ ბრალდებები უარყო.

პრიგოჟინმა თქვა, რომ საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. მისი თქმით, გადაკვეთეს საზღვარი, შევიდნენ როსტოვში და აკონტროლებენ ყველა სამხედრო ობიექტს, მათ შორის აეროდრომს და სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბს. მისივე თქმით, ჩამოაგდეს 3 ვერტმფრენები. ვაგნერის დაჯგუფების ხელმძღვანელის მტკიცებით, აკონტროლებენ ვორონეჟსაც.