სოხუმში ზღვამ ღორის ლეში გამორიყა

სოხუმში ზღვამ ღორის ლეში გამორიყააფხაზეთში ზღვამ სოხუმის სანაპიროზე ღორის ლეში ჩამოიტანა

აფხაზეთში, ქალაქ სოხუმში, შავი ზღვის სანაპიროზე, ტალღებმა დახოცილი ღორების ლეში  სანაპიროზე გამორიყა.  ინციდენტი თვითმხილველებმა ვიდეოზე გადაიღეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს.
„თვითმხილველები ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება იყოს კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის ავარიის შედეგი“, – წერს სოჭის No1 ტელეგრამის არხი.

ტურისტმა კამერით დააფიქსირა მკვდარი ღორის ორი გვამი. დამსვენებლებმა ასეთ „მოცურავეებთან“ ერთად წყალში ყოფნა არ ისურვეს და ზიზღს არ მალავდნენ უსიამოვნო სანახაობის მიმართ.