შალვა ნათელაშვილი – „სამას მეტრშია ჩვენი ოფისები ერთმანეთისგან, არცერთ ჩვენს ღონისძიებაზე ფეხი არ მოუდგიათ“

შალვა ნათელაშვილი - „სამას მეტრშია ჩვენი ოფისები ერთმანეთისგან, არცერთ ჩვენს ღონისძიებაზე ფეხი არ მოუდგიათ“შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელსი წერს:
„რა ოპოზიციურ ერთიანობაზეა საუბარი, როდესაც უკვე წლებია ექს-პრეზიდენტზე და გვარამიაზე დაქვემდებარებულ მთავარ არხს პოლიტ-ანალიზებშიც კი  არ უხსენებია ლეიბორისტული პარტია. აგერ სამას მეტრშია ჩვენი ოფისები ერთმანეთისგან და წლებია ვითომდა  „კამერების” უქონლობის გამო არც ერთ ჩვენს ღონისძიებაზე ფეხი არ მოუდგიათ. ალბათ კარგად ხვდებით, რომ ეს არა ჟურნალისტების, არამედ სხვა დონეზე მიღებული გადაწყვეტილებაა. ჩვენ ამით ვერაფერს დაგვაკლებენ. სამწუხაროა,რომ ისინი იგივენი არიან მარად და მარად“.