სოფო ჯაფარიძე – „სააკაშვილს უტარდება გადასხმები, თუმცა მისი ბრძოლის მუხტი არის ისევ ისეთი, როგორიც იყო“

სოფო ჯაფარიძე - „სააკაშვილს უტარდება გადასხმები, თუმცა მისი ბრძოლის მუხტი არის ისევ ისეთი, როგორიც იყო“მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს გაუარესებული ანალიზების გამო გადასხმები უტარდება  და სწორედ ამიტიომ ვერ ჩაერთო პროცესზე.

ჯაფარიძე ამბობს, რომ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად სააკაშვილის ბრძოლის მუხტი არის ისევ ისეთი, როგორიც იყო.

გუშინდელი გაუარესებული ანალიზების გამო, დღეს დილიდან მიხეილ სააკაშვილს უტარდება გადასხმები. აქედან გამომდინარე, მან ფიზიკურად ვერ მოახერხა პროცესზე ჩართვა, მაგრამ მისი ბრძოლის მუხტი არის ზუსტად ისევ ისეთი, როგორიც იყო და ვიმედოვნებთ, რომ შემდეგ პროცესზე, ის აუცილებლად ჩაერთვება”. – ამბობს სოფო ჯაფარიძე.
მიხეილ სააკაშვილის პროცესი გადაიდო. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხის წინ გამოაცხადა. სხდომაზე წარადგინეს სამედიცინო სხდომა “ვივა მედიდან”, სადაც ნათქვამი იყო, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი და მას არ ეძლევა რეკომენდაცია, რომ სხდომაში მიიღოს მონაწილეობა.