29 წლის ფეხბურთელი ნიანგმა შეჭამა

29 წლის ფეხბურთელი ნიანგმა შეჭამაკოსტა რიკის მოყვარულთა გუნდის Deportivo Cañas-ის 29 წლის ფეხბურთელი ხესუს ალბერტო ლოპეს ორტიზი მდინარეში ნიანგის თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა, იუწყება The Sun.

შემთხვევა გუანაკასტეს პროვინციაში მოხდა, როდესაც ფეხბურთელი მდინარე კანასზე ისვენებდა. შემთხვევის შემდეგ ქვეწარმავალი მშვიდად აგრძელებდა მდინარეში ცურვას, სანამ პოლიცია შემთხვევის ადგილზე არ მივიდა.

მათ ცხოველს ესროლეს და სპორტსმენის ცხედარი გადაარჩინეს. საფეხბურთო კლუბის პრესსამსახურმა აღნიშნა, რომ ლოპესის დასაკრძალად ათასამდე ადამიანი მივიდა.

„ეს ძალიან რთული დღეა ყველასთვის. ჩვენ დაგიმახსოვრებთ როგორც მწვრთნელს, ფეხბურთელს და ასევე როგორც მამას. თქვენ ყოველთვის იქნებით ჩვენს გულებში. იფრინეთ მაღლა, მეგობარო”, – ნათქვამია გუნდის წერილში.