„დილის 8 საათიდან წვიმაში ხატავდა… ყველაზე ბედნიერ დღეს მედგა ეს მაგარი კაცი გვერდში“ – ოთო ნემსაძე გიორგი ყარალაშვილზე

ოთო ნემსაძე შოვში ტრაგიკულად დაღუპულ გიორგი ყარალაშვილზე სოციალურ ქსელში წერს:

„ჩემთვის ყველაზე ბედნიერ დღეს მედგა ეს მაგარი კაცი გვერდში. დილის 8 საათიდან წვიმაში ხატავდა ჩემი და სოფოს სტენსილს… ძალიან მაგარი ბიჭი წაგვართვა უბედურებამ. მშვიდად განისვენე მეგობარო, მადლობა საჩუქრისთვის“.