კახა კალაძე – „შოვი არ არსებობს, განადგურებულია” 

კახა კალაძე - „შოვი არ არსებობს, განადგურებულია" „პირ­და­პირ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ შოვი არ არ­სე­ბობს, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია ყვე­ლა­ნა­ი­რად. ღვარ­ცო­ფით არის და­ფა­რუ­ლი”, – ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ სტი­ქი­ის ზო­ნა­ში ყოფ­ნი­სას ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

მან მი­უ­სამ­ძიმ­რა გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხებს და მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩარ­თულ თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს.

„პირ­ველ რიგ­ში მინ­და მი­ვუ­სამ­ძიმ­რო გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რებს, ნა­თე­სა­ვებს, ახ­ლობ­ლებს და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს. ძა­ლი­ან მძი­მეა ის უბე­დუ­რე­ბა, რაც მოხ­და რა­ჭა­ში, კონ­კრე­ტუ­ლად შოვ­ში. პირ­და­პირ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ შოვი არ არ­სე­ბობს, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია ყვე­ლა­ნა­ი­რად. ღვარ­ცო­ფით არის და­ფა­რუ­ლი.

მე მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო მაშ­ვე­ლებს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თი­თო­ე­ულ თა­ნამ­შრო­მელს, პო­ლი­ცი­ე­ლებს, მად­ლო­ბა მო­ხა­ლი­სე­ებს, ჩვენს ჯა­რის­კა­ცებს. მიმ­დი­ნა­რე­ობს გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, ტექ­ნი­კა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია, ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბა ად­გილ­ზეა, კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად მუ­შა­ობს. სა­ერ­თო ჯამ­ში 80-მდე ტექ­ნი­კაა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა“, – გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.