„კავშირზე არ გამოსულან, თუ ვინმეს გეცნობათ ან რაიმე ინფორმაციას ფლობთ გთხოვთ, შემეხმიანეთ“ – შოვში და-ძმას ეძებენ

„კავშირზე არ გამოსულან, თუ ვინმეს გეცნობათ ან რაიმე ინფორმაციას ფლობთ გთხოვთ, შემეხმიანეთ“ - შოვში და-ძმას ეძებენრაჭაში, სტიქიის ზონაში, სამაშველო ღონისძიება მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.

სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია 400-მდე მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები.

სტიქიის ზონაში 150-ზე მეტი ადამიანი უსაფრთხო ტერიტორიაზე იმყოფება და მათი სტიქიის ზონიდან გამოყვანა ვერტმფრენის საშუალებით მოხდება.

„პრაიმტაიმს“ ადგილობრივებმა მიაწოდეს კადრები, თუ რა ვითარებაა ამ წუთებში შოვში, სადაც მოქალაქეები მაშველებთან ერთად იმყოფებიან.

შოვთან ამ დრომდე არიან ადამიანები, რომლებიც ახლობლებს ვერ უკავშირდებიან და ეძებენ. სოციალურ ქსელში ვრცელდება ბიჭისა და გოგოს ფოტო, რომლებიც სტიქიის ზონაში იმყოფებიან.

„და-ძმა, სოფი და გიორგი ყარალაშვილები, თან ახლდათ მეგობარი. ამდენი ხნის მანძილზე კავშირზე არ გამოსულან. თუ ვინმეს გეცნობათ ან რაიმე ინფორმაციას ფლობთ გთხოვთ შემეხმიანეთ“, – წერენ სოციალურ ქსელში.