გია ხუხაშვილი – „აი რა არის რეალურად გამოსაძიებელი და ვინ არის დასასჯელი…“

გია ხუხაშვილი - „აი რა არის რეალურად გამოსაძიებელი და ვინ არის დასასჯელი…“გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„კონსტიტუციაში წერია:
„სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი”…
„არავის აქვს უფლება მიითვივოს ხელისუფლება”…
„სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში”…
ქართული ოცნება მოქმედებს პრინციპით:
„სახელმწიფო ხელისუფლების წყარო ვართ ჩვენ”…
„ჩვენ უფლება გვაქვს მივითვისოთ ხელისუფლება”…
„სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ბიძინას და ფარცხალაძის მიერ დადგენილ ფარგლებში”…
ეს ნიშნავს, რომ ქართული ოცნება არღვევს კონსტიტუციით დადგენილ ფუნდამენტურ პრინციპებს, ანუ ძალაუფლების უზურპაციის გზით აწყობს სახელმწიფო გადატრიალებას.
აი რა არის რეალურად გამოსაძიებელი და ვინ არის დასასჯელი…”