ხელჩართული ჩხუბი საკრებულოში – ერთმანეთს ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წევრები დაუპირისპირდნენ

ხელჩართული ჩხუბი საკრებულოში - ერთმანეთს ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წევრები დაუპირისპირდნენხმაური და დაპირისპირება თბილისის საკრებულოს სხდომაზე – ერთმანეთს ოპოზიციისა და უმრავლესობის დეპუტატები დაუპირისპირდნენ, ისმოდა შეურაცხმყოფელი ფრაზები.

ხმაური ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრის, კონსტანტინე ზარნაძის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა. ზარნაძემ აღნიშნა, რომ იმ დროს, როდესაც მანქანით გადაადგილდებოდა, მასთან ოპოზიციური პარტიების აქტივისტები მივიდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს. ეს განცხადება, სხდომაზე, ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს.