მამუკა გამყრელიძე – „მე რომ პარლამენტარი ვიყო, პრეზიდენტის იმპიჩმენტს ხმას მივცემდი…“

მამუკა გამყრელიძე - „მე რომ პარლამენტარი ვიყო, პრეზიდენტის იმპიჩმენტს ხმას მივცემდი...“ მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს:

„ჯერ იყო და პრემიერის იმპიჩმენტის, თუნდაც სიმბოლური პროცესის დასაწყებად, ოპოზიციამ 50 ხმის მოგროვებაც კი ვერ მოახერხა პარლამენტში.
ახლა კი, პრეზიდენტის იმპიჩმენტზე ფარული კენჭისყრის გამო სპეკულაციების შიშით, დარბაზში შესვლას არ აპირებენ. ერთმანეთს არ ენდობიან.
რა არის ეს თუ არა საკუთარ უსუსურობაზე ხელის მოწერა ?
მე, რომ პარლამენტარი ვიყო პრეზიდენტის იმპიჩმენტს ხმას მივცემდი. ასეთი ფასადად დარჩენილი და უფლებააყრილი პრეზიდენტი ჯობია ემიგრაციაში წავიდეს და იქ აქტიურობით დაეხმაროს ქვეყანას. ტრიბუნას ამისთვის ევროპა მისცემს.“