მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს 

მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს მოსკოვში 1-ელ სექტემბერს ვნუკოვოს, დომოდედოვოსა და შერემეტიევოს აეროპორტები მგზავრებისთვის დროებით დაიხურა, გადაიდო და გაუქმდა ათობით ფრენა.

„მოსკოვის ვნუკოვოსა და დომოდედოვოს აეროპორტებში 32 ფრენა გადაიდო და 20 გაუქმდა“, – ვკითხულობთ რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მოგვიანებით, რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სულ მცირე 61 ფრენა გადაიდო და 23 გაუქმდა.

ამასთან, რუსული მედია სამი დიდი აეროპორტის მუშაობის შეჩერების მიზეზებზე დეტალებს არ წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, აეროპორტების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება სავარაუდოდ, მოსკოვში უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდებას უკავშირდება.