ნიკა მელია – 50-დან 60-მდე ხელკეტებით შეიარაღებული ადამიანი თავს დაესხა ირაკლი ეძგვერაძეს

ნიკა მელია - 50-დან 60-მდე ხელკეტებით შეიარაღებული ადამიანი თავს დაესხა ირაკლი ეძგვერაძეს50-დან 60-მდე ხელკეტებით შეიარაღებული ადამიანი თავს დაესხა ირაკლი ეძგვერაძეს- ინფორმაციას ნიკა მელია ავრცელებს, რომელიც ახლა გლდანში შემთხვევის ადგილას იმყოფება.

როგორც მელია ამბობს, საკრებულოს დეპუტატს ფიზიკურად მას შემდეგ გაუსწორდნენ, რაც ის კალაძის მეგობარ დეპუტატ კოტე ზარნაძეს დაუპირისპირდა. მელიას თქმით, სასტიკ ანგარიშსწორებაში შუკაკიძე და მისი გარემოცვაა ჩართული.

იაფასიანი პროვოკაცია მოუწყო გლდანის მაჟორიტარმა, კალაძის ახლო მეგობარმა, ჭანჭიკმა, ეს კადრები საკრებულოში იხილეთ. ნახევარი საათის წინ,რაც ეძგვერაძე მობრუნდა სახლში, იმყოფებოდა რამდენიმე მეგობართან ერთად და მას თავს დაესხა დაახლოებით, 50-დან 60-მდე ხელკეტებით შეიარაღებული ადამიანი, კანონიერი ქურდის შუკაკიძის ძმა, ტატო ხუნდაძე, მთელი ქართული ოცნების შპანა, უსასტიკესად გაუსწორდნენ ყველას, ვინც ადგილზე დახვდათ, პრაქტიკულად, სიკვდილისთვის გაიმეტეს. ეს ყველაფერი ლაჩარმა, ვითომ ქურდმა შუკაკიძემ გააკეთა, რომელმაც 2002 წელს რაც იკადრა, კობიაშვილ-კალაძესთან ერთად იარაღით რომ დარბოდნენ.

შეგაკვდებით, ღირსების საკითხია ჩემთვის და ბევრი ადამიანების..ან იქნება კალაძე-კობიაშვილების საქართველო, გლდანში ბავშვების თანდასწრებით მოაწყვეს დარბევა. ამას ბედავს პოლიციის გარეშე, არ არსებობს. უკან დასახევი გზა ქართველისთვის აღარ არსებობს. საქართველო კრიმინალების გარეშე შედგება. ყოფას გიტირებ, კალაძე, ყველა მილიონის უკან დაბრუნება მოგიწევს, რაც მოიპარე და ყველა დანაშაულზე პასუხისგება მოგიწევს,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.
თავდასხმა საკრებულოს დეპუტატზე – ნაცემია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირაკლი ეძგვერაძე. შემთხვევა გლდანში “ნაციონალურ მოძრაობის” დეპუტატის სახლთან მოხდა.

ფიზიკურ ანგარიშსწორებას წინ საკრებულოში ჩხუბი უძღოდა, სადაც ირაკლი ეძგვერაძე და კალაძის მეგობარი დეპუტატი კოტე ზარნაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სხდომის დასრულების შემდეგ თავდამსხმელების ჯგუფი ნიკა მელიას თანამებრძოლს და მეგობარს სასტიკად გაუსწორდნენ.