ქართველი ემიგრანტი ტარანტოს საავადმყოფოში გარდაიცვალა

ქართველი ემიგრანტი ტარანტოს საავადმყოფოში გარდაიცვალასაემიგრაციო საზოგადოება „ANOLF“-ის ქართველი ოპერატორი ფიქრია კუჭუხიძე საკუთარ „ფეისბუკ“ გვერდზე წერს:

„სამწუხაროდ გარდაიცვალა ქალბატონი მარინე ტატიაშვილი, რომელიც ტარანტოს საავადმყოფოში იმყოფებოდა!

შვილი რომელიც სახლის გაყიდვას აპირებდა დედის გადასაყვანად ახლა აქ იმყოფება თავად ტარანტოში. თუ რამე დამჭირდა დავწერ და იმედია ვიპოვი ასეთ ადამიანს! სხვა საკითხს გადასვენებასთან დაკავშირებით ბარის საკონსულოს დახმარებით მოგვარდება ყველაფერი! ვუსამძიმრებ ოჯახს!

მადლობა ყველას ვინც ჩემი თხოვნის მერე გადარიცხა შვილის ანგარიშზე თანხა“.