„საბჭოს 3 წევრის გადადგომის შემდეგ ეროვნული ბანკი ინსტიტუციურად საფუძველშერყეულია, მმართველობით კოლაფსამდე ცოტაღა დარჩა”

„საბჭოს 3 წევრის გადადგომის შემდეგ ეროვნული ბანკი ინსტიტუციურად საფუძველშერყეულია, მმართველობით კოლაფსამდე ცოტაღა დარჩა" ლევან ალაფიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ეროვნული ბანკის საბჭოს 3 წევრის გადადგომის შემდეგ ეროვნული ბანკი ინსტიტუციურად საფუძველშერყეულია, მმართველობით კოლაფსამდე ცოტაღა დარჩა

დღეს ეროვნული ბანკის საბჭოში 7 წევრია.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რიცხოვნობა 5-ზე ნაკლები თუ დარჩა, მისი უმაღლესი მმართველობითი ორგანო და მთლიანად მმართველობა პარალიზებული იქნება.

ეროვნულ ბანკს არ ჰყავს კონსტიტუციურად არჩეული/განწესებული პრეზიდენტი.

დეკემბრის დასაწყისში უფლებამოსილება გასდის ეროვნული ბანკის საბჭოს კიდევ ერთ წევრს და საბჭოში დარჩება 3 წევრი

საქართველოს პრეზიდენტსა და მმართველ პარტიას შორის არსებული კონფლიქტის გათვალისწინებით ნაკლებსავარაუდოა მათ მოახერხონ შეთანხმება ეროვნული ბანკის საბჭოს 6 წევრზე და პრეზიდენტზე.

ეს წერია კანონში: ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა ეროვნული ბანკის საბჭო, რომელიც შედგება 9 წევრისაგან. თუ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა 5-ზე ნაკლებია, ეროვნული ბანკის საბჭო არ არის უფლებამოსილი, შეასრულოს თავისი ფუნქციები”.