შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, რომელმაც ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, გურამ ქადეიშვილია

შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, რომელმაც ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, გურამ ქადეიშვილიაკაცი, რომელმაც თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი გურამ ქადეიშვილია. მან თვითდაზიანება მიიყენა თავის არეში. ბრალდებული ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის დროს ადგილზე იყო გარდაცვლილის ორი არასრულწლოვანი შვილი და კიდევ ერთი ადამიანი.

მეზობლები ამბობენ, რომ ქალი ბინაში ქირით ცოტა ხნის წინ გადავიდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობას.