სტიქია სტამბოლში – წყალდიდობის შედეგად არიან დაღუპულები

სტიქია სტამბოლში - წყალდიდობის შედეგად არიან დაღუპულები სტამბოლში კოკისპირული, გადაუღებელი წვიმა დაატყდა თავს. ქალაქში მძიმე მდგომარეობაა.

წყალდიდობის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. თურქული მედიის ინფორმაციით, განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ქირქლარერის პროვინციაშია, სადაც ამ დრომდე ეძებენ ოთხ მოქალაქეს.

ქვეყნის უდიდეს ქალაქში ძლიერმა წვიმამ ქუჩები დატბორა. სტამბოლის გუბერნატორმა, დავუთ გულუმ განაცხადა, რომ ხელისუფლება წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს დროებით თავშესაფრებში განათავსებს.

პარალიზებულია ტრანსპორტი, მეტროს სადგურებში წყალი დგას, ქუჩებში ნიაღვრები მოედინება,

ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში ხალხი იყო ჩარჩენილი, შენობას წყლით დაფარვა ემუქრება, უკვე არის ცნობები დაღუპულების შესახებ.

სინოპტიკოსები ქვეყნის დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებში კვლავ ნალექს ვარაუდობენ და მოსახლეობას მოსალოდნელი წყალდიდობის და ძლიერი ქარის შესახებ აფრთხილებენ.