უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მიმართულებით წინ მიიწევენ

უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მიმართულებით წინ მიიწევენომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მიმართულებით წინ მიიწევენ.

“უკრაინელი სამხედროები შეტევით ოპერაციებს აგრძელებენ და ბახმუტის მიმართულებით წინ მიიწევენ. ერთ-ერთი რუსი სამხედრო მეთაურის თქმით, უკრაინულმა ძალებმა სრულად განდევნეს რუსული ჯარები ანდრიივკადან, ბახმუტიდან სამხრეთ-დასავლეთით 10 კილომეტრში, თუმცა ჯერჯერობით, არ არსებობს ვიზუალური დადასტურება იმისა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სოფელი გაათავისუფლეს”, – აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

ამერიკელი სამხედრო ექსპერტების თქმით, რუსეთის ჯარებმა ქალაქ ბახმუტში შეტევა განახორციელეს, თუმცა იქ წარმატებას ვერ მიაღწიეს. ამასთან, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსი სამხედროები ავდიივკა-დონეცკის ხაზზე შეზღუდულ შეტევით ოპერაციებს ახორციელებენ და წინ ვერ მიიწევენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 30-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა. გენერალური შტაბის თქმით, კლიშივკას მიმართულებით სასტიკი ბრძოლები ახლაც გრძელდება.