გიორგი ყიფშიძე – „სკოლის პერიოდში, უბნის კანონების მიხედვით, მომიწია ჩემი კლასელის დაჭრა“

გიორგი ყიფშიძე - „სკოლის პერიოდში, უბნის კანონების მიხედვით, მომიწია ჩემი კლასელის დაჭრა“ გიორგი ყიფშიძემ გადაცემაში „ნიკოლოზის კითხვები”  გაიხსენა, რატომ დაჭრა კლასელი.

„სკოლის პერიოდში, უბნის კანონების მიხედვით, მომიწია ჩემი კლასელის დაჭრა. ჩხუბში მაგრად მცემა, მე შევპირდი, რომ ამას არ გაპატიებ, დაგჭრი-თქო. მერე გავიდა ერთი კვირა და მოდიოდნენ მეორე ქუჩიდან, რახან ვთქვი, მაძალებდნენ ამის გაკეთებას.

ძალიან ვნერვიულობდი და შემეშინდა, თითი დავადე დანას, ამაზე მეტი არ შევიდეს-თქო. ხელში დავჭერი.

ეგ იყო პირველი და უკანასკნელი, როცა მამაჩემმა ხელი დამარტყა.

მერე იმ ბიჭის მშობლები მოვიდნენ, ასე მოხდაო. ისე შერცხვა ზურას, ფერი დაკარგა… მეძებდა თვალებით და რომ დამინახა, ხელუკუღმა გამცხო, ტირილი დაიწყო, შემარცხვინეო… ამის მერე წავიდა დუღილი ოჯახში, რომ ეს ქვეყნიდან უნდა გავაშოროთო…

აქაურობას გამარიდეს, დეიდაჩემი და ბიძაჩემი იყვნენ კიპრზე და იქ გამიშვეს”.