ლადო სადღობელაშვილი – „ვანო ჩხარტიშვილი არის ქურდი, რომელმაც პირადად მე, როდესაც ვიყავი 3 წლის, მომპარა ფული და დღემდე არ მიბრუნებს“

ლადო სადღობელაშვილი - „ვანო ჩხარტიშვილი არის ქურდი, რომელმაც პირადად მე, როდესაც ვიყავი 3 წლის, მომპარა ფული და დღემდე არ მიბრუნებს“ლადო სადღობელაშვილი „ფეისბუქზე“ წერს:

„შეიძლება ვიღაცისთვის ვანო ჩხარტიშვილი მეგობარი ან შვილია, ვიღაცისთვის მამა ან ქმარი, შეიძლება ვიღაც მიიჩნევს რომ ვანო ჩხარტიშვილი უნდა დაჯილდოვდეს, თუმცა პირადად ჩემთვის ვანო ჩხარტიშვილი არის ქურდი, რომელმაც პირადად მე როდესაც ვიყავი 3 წლის მომპარა ფული, რომელსაც დღემდე არ მიბრუნებს! ასევე ფული მოპარა ბებიაჩემს, ბაბუაჩემს, მამაჩემს ჩემს ნათესავებს ჩემს მეზობლებს!
– ვანო ჩხარტიშვილი არა თუ ჯილდოს არამედ ციხეს იმსახურებს!
– ის რაც 30 წლის წინ მოხდა გვახსოვს!“