„მოვუწოდებ მე ამ ადამიანს, მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით, ჩემი და ჩემი კომიტეტის სახელის ხსენებისგან თავი შეიკავოს” – ირაკლი ბერია თეონა აქუბარდიაზე

„მოვუწოდებ მე ამ ადამიანს, მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით, ჩემი და ჩემი კომიტეტის სახელის ხსენებისგან თავი შეიკავოს" - ირაკლი ბერია თეონა აქუბარდიაზე„იმ სამარცხვინო ტყუილს უნდა გამოვეხმაურო, რისი თქმაც წესად ექცა თეონა აქუბარდიას, ამ უსინდისო და სამარცხვინო მატყუარას“ – ქალ დეპუტატს შეურაცხყოფა ამჯერად „ოცნების” კიდევ ერთმა წევრმა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ მიაყენა

„ჯერ იყო და ის თქვა, რომე ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე მე და ჩემმა კოლეგებმა მხარი არ დავუჭირეთ საქართველოს მხარდამჭერ შესწორებას, დარბაზში არ ვიყავით და ამით პუტინის დავალება შევასრულეთ რაც იყო ტყუილი და მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რაც მან ძალიან კარგად იცის, იმიტომ, რომ ქართული დელეგაცია ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში არ აძლევს ხმას არც ერთ გადაწყვეტილებას იმიტომ რონ ჩვენ არა ვართ ნატოს წევრი.

ქალბატონი აქუბარდია არაერთხელ არის ნამყოფი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე და არაერთი ჩემი შენიშვნა, როდესაც ყოფილა ინიცირებული და შესწორება ანგარიშებში თუ რეზოლუციებში და როდესაც საქართველოს საკითხი გადიოდა, არც ერთხელ დარბაზი არ მჯდარა. იყო გაქცეული ან შოპინგზე, ან მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით, “პახმელიაზე” ბალიშიდან ეზარებოდა თავის წამოწევა…

“რეალური მიზეზი, რის გამოც ქალბატონი აქუბარდია ყოველთვის მოიხსენიებს ბოლო ერთი წელია ჩვენს კომიტეტს და მეც არცთუ ისე, რა თქმა უნდა, სახარბიელოდ, მე არ მინდა ის სიტყვები ვთქვა, ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ მას არ ეძლევა სხვადასხვა პლატფორმების დეზინფორმაციისთვის გამოყენების საშუალება, მისნაირებთან და ვიღაც-ვიღაცებთან სელფების გადაღებისა და „გაფეისბუქების” საშუალება, აეროპორტის ლაუნჯებში შესვლის, იქ გასკდომისა და გამოთრობის საშუალება და გაშხლართვის – და ვინც მას იცნობს, ძალიან კარგად მიხვდება, მე რაზე ვსაუბრობ. და შესაბამისად, მოვუწოდებ მე ამ ადამიანს, მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით, ჩემი და ჩემი კომიტეტის სახელის ხსენებისგან თავი შეიკავოს”, – განაცხადა ბერაიამ.ბერაიამდე შეურაცხყოფა ანი წითლიძეს ალუდა ღუდუშაურმა მიაყენა, თუმცა არც ერთ ამ ფაქტზე, პარლამენტის თავმჯდომარეს რეაგირება არ ჰქონია.