ნათია ფანჯიკიძე – „ჩვენ ჩვენი სპეციფიკური, მარადიული ჯოჯოხეთი გვაქვს“

ნათია ფანჯიკიძე - „ჩვენ ჩვენი სპეციფიკური, მარადიული ჯოჯოხეთი გვაქვს“ნათია ფანჯიკიძე სოცილაურ ქსელში წერს:

„ისრაელი იბომბება ინტენსიურად. პანდემიაში კი ვამბობდი, უკვალოდ არ ჩაივლის, შეგუბებული აგრესია, გაუხარჯავი ენერგია აკუმულირდება და ცუდად ამოხეთქავს-თქო, მაგრამ ამისთანას ვინ ელოდა, რაც ხდება მხოფლიოში.

დამატებით, კლიმატის ცვლილებასთან ერთად მეცნიერები ომების მატებასაც და ინტენსიურ ეკომიგრაციასაც ვარაუდობენ მომდევნო 50 წლის მანძილზე. ომიც გადამდებია, კიდევ გაჩნდება ცხელი კერები. ჩვენ თავდაცვის იარაღსაც კი არ ვიმარაგებთ, რადგან გვგონია ის „გადაგვარჩენს”, რომ ერთმანეთი გვძულს და სხვები არა. ჩვენ ჩვენი სპეციფიკური, მარადიული ჯოჯოხეთი გვაქვს, სადაც ხან ვუკლებთ ტემპერატურას, ხან მუგუზლებით დავრბივართ ერთმანეთის გასანადგურებლად.