რომან გოცირიძე – „მოვუწოდებ ქალბატონ სალომეს, ხვალ აიღეთ ბილეთი და წადით, იარეთ, იარეთ, როგორც დადიოდით ამათ და მტრის ჯინაზე“

რომან გოცირიძე - „მოვუწოდებ ქალბატონ სალომეს, ხვალ აიღეთ ბილეთი და წადით, იარეთ, იარეთ, როგორც დადიოდით ამათ და მტრის ჯინაზე“„როგორადაც არ უნდა ვაკრიტიკოთ მისი შეცდომები და ძალიან ბევრი შეცდომა მოსვლია, დღეს სალომე ზურაბიშვილი თქვენთან მიმართებით არის სწორი, ის დგას ევროპის გზაზე, საქართველოს ინტერესებს იცავს, უკრაინის გვერდით არის, ანტირუსულ პოზიციებზეა და მისი გადაყენების მთავარი ამოცანა იყო, გაგეჩერებინათ და მოგეხდინათ მისი პარალიზება, ამიტომ მოვუწოდებ ქალბატონ სალომეს, ხვალ აიღეთ ბილეთი და წადით, იარეთ, იარეთ, როგორც დადიოდით ამათ და მტრის ჯინაზე“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა მიმდინარეობს. სალომე ზურაბიშვილმა დეპუტატთა შეკითხვებს არ უპასუხა.

საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით 2023 წლის 16 ოქტომბერს გამოაცხადა.