სალომე ზურაბიშვილი – „არ ვიცი რამდენი დღე დამრჩა როგორც პრეზიდენტს…“

სალომე ზურაბიშვილი - „არ ვიცი რამდენი დღე დამრჩა როგორც პრეზიდენტს...“„სიმბოლური  და მნიშვნელოვანი დღე არის დღეს. არ ვიცი რამდენი დღე დამრჩა როგორც პრეზიდენტს, მაგრამ ჩემთვის ძალიან ღირებული იქნება ის, რომ ეს იყოს, თუ ასე დამთავრდა ეს ყველაფერი, ეს იყოს ჩემი ბოლოჯერ გადაცემა ჯილდოსი ასეთი მნიშვნელოვანი ადამიანისთვის და ასევე თაობისთვის” – ამ სიტყვებით დაიწყო ათონელის რეზიდენციაში მიმდინარე ღონისძიება საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა დღეს ნიკო კვარაცხელია ღირსების მედლით დააჯილდოვა. ჯილდო ნიკოს დედას, იზა ომაძეს გადაეცა.

ცნობისთვის, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი სათათბიროდაა გასული. გადაწყვეტილება – დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია, როგორც ამას “ოცნება” და მისი სატელიტები ამტკიცებენ, წესით უახლოეს დღეებში უნდა გახდეს ცნობილი.