სალომე ზურაბიშვილი – „ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი რამ უნდა შემაშინოს, პროკურატურის ხსენებამ? ამის იმედი ნუ გექნებათ“

სალომე ზურაბიშვილი - „ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი რამ უნდა შემაშინოს, პროკურატურის ხსენებამ? ამის იმედი ნუ გექნებათ“„მე დღეს მახსენდება დიდი ნიკო ნიკოლაძის მაგალითი, რომელიც გაასამართლეს, გადააყენეს, მაგრამ ვერაფერი დააკლეს. ამის მიუხედავად,  მან ამ ქვეყანაში მრავალგზით და ფორმით ევროპა შემოიყვანა“ – ამ სიტყვებით მიმართა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მისივე იმპიჩმენტის პროცედურაზე “ოცნების” დეპუტატებს თავისი გამოსვლის დასასრულს და კიდევ ერთხელ უთხრა, რომ პროკურატურის ხსენებითაც ვერ დააშინებენ:

მისი მრავალი ოპონენტის სახელი ისტორიას ჩაბარდა, მაგრამ ცოცხლად ვხედავთ მის აშენებულ ქალაქს, ამოქმედებულ რკინიგზას, აღმართულ ტაძარს და რაც მთავარია, ჩვენში ჩანერგილ ევროპის იდეას.

მე, მის შთამომავალს, როგორ გგონიათ რამ უნდა შემაშინოს, თუნდაც პროკურატურის ხსენებამ? რამ უნდა დამაღონოს, რამ უნდა მაიძულოს ეს ქვეყანა მივატოვო, ამის იმედი ნუ გექნებათ ვინ უნდა შემიშალოს ხელი, რომ ჩემი დადებული პირობა არ შევასრულო?

ისე, როგორც თავის დროზე, გავიყვანე ამ ქვეყნიდან რუსული ბაზები და სხვათა შორის, მომიწყეს ასევე სასამართლო, ახლაც ვიქნები ჩემი სიტყვისა და ფიცის ერთგული და ამ ქვეყანას, მის დამოუკიდებლობას, მისი ხალხის თავისუფლებას ბოლომდე ვუერთგულებ ევროპისკენ მიმავალ გზაზე!” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილს პროკურატურით დღეს კობახიძე დაემუქრა.