თამარ ჩერგოლეიშვილი – „სალომე ზურაბიშვილის დათრევას ცდილობს ერთი მხრივ გახარია და მეორე მხრივ „ლელო“

თამარ ჩერგოლეიშვილი - „სალომე ზურაბიშვილის დათრევას ცდილობს ერთი მხრივ გახარია და მეორე მხრივ „ლელო“თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„მოკლედ, რასაც ვუყურებ ასეთი გიჟობა იხატება:
1. სალომე ზურაბიშვილი დაპირისპირებულია ღარიბაშვილ/კობახიძესთან.
2. სალომე ზურაბიშვილის დათრევას ცდილობს ერთი მხრივ გახარია და მეორე მხრივ ლელო.
3. იქვე არის ლომჯარია, რომელიც ნაცებსაც უნდათ დეკორაციად და გვარამიათი დათრევას შეეცდებიან, მაგრამ მე უფრო სალომე, გახარია, ლელო – აქ ვხედავ.
4. სტატუსის საკითხი გადაწყვეტილი ევროკავშირს ჯერ არ აქვს – ნაწლი ემხრობა მონიჭებას, ნაწილი არა.
5. იმ ნაწილის რჩევით, ვინც სტატუსის მონიჭებას ემხრობა, სალომე დარბის დასავლეთში – ამოცანა ისაა, რომ სტატუსს თუ მოგვანიჭებენ (და ეს სალომეს ვოიაჟებზე დამოკიდებული არაა), სალომეს დამსახურებად ჩაითვალოს PR wise.
6. ლელოს, გახარიას და ლომჯარიას – სამივეს უნდა სალომეს ფარვატერში ჩაჯდეს და სტატუსის თემით გავიდეს არჩევნებზე – რეჟიმი სტატუსს საბოტირებდა და სალომემ და მისმა რაზმმა ქვეყანა გადაარჩინა.
ვის გამოუვა და ვის არა – არ ვიცი.
არც ის ვიცი, ბიძინა ამ კონფიგურაციაში რას შვება.
რა შედეგებით დასრულდება, არც ეგ ვიცი, მაგრამ ახლა ასე ვკითხულობ სტატუსთან დაკავშირებულ ჭინთვებს, ჩემგან ასე ჩანხართ – ანუ არ იცით სტატუსს ვიღებთ, თუ არა და თუ ვიღებთ, კრედიტებზე ჭიდაობთ წინასწარ, იმის მიხედვით, ვინ უფრო ხმამაღლა იყვირებს საბოტაჟზე.“