თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ვაჟის ნიშნობა, გუშინ წინანდალში გრანდიოზული ქორწილით დაგვირგვინდა.
დათუნა ბურჭულაძის რჩეული ქართული ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი, წალენჯიხელი ზოზია ქარდავაა.
წყვილის ქორწილის ამსახველი ფოტო-ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
რაც შეეხება ბურჭულაძეების მრავალშვილიან ოჯახს, თავდაცვის მინისტრი რვა შვილის მამაა.
„ენით აღუწერელი ზღაპრის ულამაზესი გმირები
უფალმა გამრავლოთ და გაუნელებელ სიყვარულსა და ბედნიერებაში გაცხოვროთ” -წერენ სოციალურ ქსელში.
ახალგაზრდა წყვილი ივლისის თვეში დაინიშნა.