დავით ქაცარავა – „ენგურის ხიდთან რუსული რეჟიმი აშენებს საბაჟო ტერმინალს, იგეგმება ახალი ხიდის მშენებლობაც”

დავით ქაცარავა - „ენგურის ხიდთან რუსული რეჟიმი აშენებს საბაჟო ტერმინალს, იგეგმება ახალი ხიდის მშენებლობაც"დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს:

„არსებობს ინფორმაცია, რომ ამ საბაჟო ტერმინალთან ერთად დაიწყება ხიდის მშენებლობა, რომელიც იქნება დაკავშირებული კონკრეტულად ამ საბაჟო ტერმინალთან და იქნება ფაქტობრივად, აი, ამ ტვირთების გამტარი. ხელისუფლების დუმილი, ამ საკითხთან დაკავშირებით მეტყველებს მხოლოდ დდა მხოლოდ ერთ რამეზე, რომ მან იცის, მაგრამ როგორც სჩვევია ხოლმე, ის აიგნორებს ჩვენს კითხვებს და ცდილობს, რომ აქცენტები გადაიტანოს სხვა საკითხზე და შემდეგში უკვე ფაქტის წინაშე დააყენებს საზოგადოებას.”