ბადრიჯანი მაიონეზის გულსართით – ელენე გოგილაშვილის რეცეპტი

  ბადრიჯანი მაიონეზის გულსართით - ელენე გოგილაშვილის რეცეპტი3 ცალ ბადრიჯანს
გარეცხვისა და გრძლად დაჭრის შემდეგ
მოვაყარე მარილი და ცოტა ხანში გადავუწურე სითხე,ბადრიჯანი თავიდან გავრეცხე,შევწვი საშუალო ცეცხლზე
საჭირო რაოდენობის ზეთში და მოვათავსე თასში.
იგივე ტაფაში ოდნავ მოვშუშე 1 ცალი
ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი.
ცალკე თასში 5 სადილის კოვზ მაიონეზს შევურიე ნახევარი ჩაის კოვზი უცხო სუნელი
ამდენივე ყვითელი ყვავილი,4 კბილი წვრილად გახეხილი ნიორი,რამოდენიმე ღერი წვრილად დაჭრილი ნედლი ქინძი,
მოშუშული ხახვი,მარილი,შავი პილპილი
გემოვნებით და კარგად ამოვურიე ერთმანეთში,შემდეგ კი შემწვარი ბადრიჯნები ამოვავსე ამ შიგთავსით.