დინა მირცხულავა – „არასოდეს მინდოდა ძლიერი ქალი ვყოფილიყავი…“

დინა მირცხულავა - „არასოდეს მინდოდა ძლიერი ქალი ვყოფილიყავი...“დინა მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს:

„უცნაურია, მაგრამ ყველაზე ტკბილად ის მახსენდება, ბავშვობაში ავად რომ ვხდებოდი და დედაჩემი სახლში რჩებოდა.
– სიცხე ექნება, ართ ფარფალია ჯემპრით დაათრევდა მთელი დღე ციგას ! – ასჯერ მაინც იტყოდა ბებიაჩემი.
მე კი ვიწექი შუბლზე ძმრიანი ტილოთი და ჭერზე შემორჩენილი ლაქებიდან სხვადასხვა ფიგურები გამოყავდა.
იმ წამს შემოტანილი კომპოტის დაორთქლილი ქილიდან არ ჩანდა რისი კომპოტი იყო – ატმის თუ ალუბლის.
მამა ყოველწუთას შეშას უმატებდა ღუმელს და ისედაც სიცხიანი ოფლში ვიწურებოდი.
სახლში ვაშლის პეროგის სუნი იდგა.
ჩემი ძმები დაბალ ხმაზე ჩართულ ტელევიზორს მისჩერებოდნენ, სადაც მულტფილმი გადიოდა ეგვიპტელ ფარაონებზე, სახელი არ მახსოვს.
გარეთ კი თოვდა
და დროდადრო სახურავიდან წამოსული თოვლის მასა ჩამოუქროლებდა ფანჯარას.
ლამის ოცდაათი წელი გავიდა იმ სიტკბოდან, ავად კიდევ ვხდები, მაგრამ სად მაქვს ჩაწოლის უფლება.
იმხელა ტვირთი მაქვს აკიდული, ოჯახს რომ ეძახიან, კარგა ხანია, ავად გახდომის “ფუფუნება” არ მქონია და კარგა ხანია, იმ ქალების არმიას შევუერთდი – რქებით რომ აწვებიან ცხოვრებას.
არადა, არასოდეს მინდოდა ძლიერი ქალი ვყოფილიყავი.
მართლა.
და თოვლიც აღარ მოდის, კარგა ხანია.“