ხონის მუნიციპალიტეტში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი მსხვერპლით დასრულდა.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, კაცი სახლში მარტო იმყოფებოდა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.