„მაგ სიმართლით იარეთ… „რას იწყევლები, კაცი ხარ თუ ადამიანი?…” – დაპირისპირება „ოცნებაში“

„მაგ სიმართლით იარეთ... „რას იწყევლები, კაცი ხარ თუ ადამიანი?…” – დაპირისპირება „ოცნებაში“სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, ჭიდაობის ფედერაციასთან დაკავშირებით, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე საუბარს კამათი მოჰყვა.

საქმე ეხება ლუკა კურტანიძის განცხადებას, სადაც ის აღნიშნავდა, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა, გეგა გეგეშიძემ, ის სხდომაზე არ დაასწრო და უპატივცემულოდ მოექცა.

საკითხს დღეს სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი გამოეხმაურა.

„ერთი ამბავია ატეხილი ამ ფედერაციასთან დაკავშირებით და მინდა მოგიწოდოთ ყველას, ვინც ჩაბმულია ამ არასასიამოვნო სიტუაციაში, რომ ჩვენ ვართ დიდი სპორტული ოჯახი, სადაც ბევრი სახეობები შედის და თუ რაიმე სირთულე წარმოიშვება, მე ვთვლი, რომ სოციალური ქსელებით ამ საკითხების გარჩევა არ მიმაჩნია სწორად და მგონია, რომ სირცხვილია. მითუმეტეს არ არის პრობლემა – გეგა გეგეშიძე აღმასკომის წევრიც არის და ფედერაციის პრეზიდენტია, დაუძახეთ და კითხეთ, არ არის საჭირო სოციალურ ქსელში ამ ამბების წერა და კაკუნი კომპიუტერის კლავიშებზე….

ჩემდა სამწუხაროდ, იმდენი რამ ვიცი ამ საკითხებთან დაკავშირებით, მითუმეტეს იმ ავტორთან დაკავშირებით, რომელმაც დაიწყო ეს ყველაფერი, იმდენი რამე ვიცი, რაც თუნდაც ჩემი მინისტრობის დროს იყო, ხანდახან არც მინდა რომ ვიცოდე და გავიხსენო… ტყუილებით ნუ კვებავთ ხალხს, დაანებეთ სოციალურ ქსელებში წერას თავი“, – თქვა მეძმარიაშვილმა.

ამას უპასუხა პარლამენტის წევრმა შოთა ხაბარელმა. ხაბარელმა მეძმარიაშვილი სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვაში დაადანაშაულა.

„რას იწყევლები, კაცი ხარ თუ ადამიანი?…გამოგაქვთ საკითხი დასაძაბად, იმიტომ რომ დაპირისპირებული ხარ ადამიანთან, რომელთანაც არაკორექტულად მოიქეცი თავიდან… დამშვიდებულია სიტუაცია, პასუხი გასცა ფედერაციამ, წამოწიეთ სიტუაცია და ისევ დაძაბოთ გინდათ … თქვენ თვითონ იყავით კორექტული, იწყევლებით ქალივით“, – აღნიშნა ხაბარელმა.