ინგრედიენტები:
ფორთოხლის ცედრა – 1.00 ცალი
ფორთოხლის წვენი – 200.00 გრ
ქიშმიში – 100.00 გრ
გამაფხვიერებელი – 2.00 ჩკ
მცენარეული ზეთი – 100.00 გრ
შაქარი – 150.00 გრ
ფქვილი – 250.00 გრ
მომზადების წესი:
თასში ჩაასხით ფორთოხლის წვენი, ჩააყარეთ ცედრა და შაქარი, დაამატეთ ზეთი დაშურიეთ ერთმანეთს.
გამაფხვიერებელი დაამატეთ ფქვილს და პორციებად დააცერით, თან მოურიეთ. შეიძლება მთელი ფქვილი არ დაგჭირდეთ. დააკვირდით ცომის სისქეს, უნდა გამოვიდეს სქელი დასასხმელი მასა. დაამატეთ თბილ წყალში წინასწარ ჩალბობილი ქიშმიში, კარგად გააერთიანეთ და გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე, ამ შემთხვევაში გამოყენებულია 20 სმფორმა.
ცხვება 170 გრადუსზე, 35-40 წუთით. მზაყოფნა შეამოწმეთ ხის ჩხირით.
ეს რეცეპტი ფეისბუქჯგუფის წევრმა – ეკატერინა ლონგიშვილმა გაგვიზიარა.