სანდრო ბრეგაძე – „ბოგანოებმა და მათხოვრებმა მილიონები იშოვეს და ქვეყანას თავზე მოაჯდნენ”

სანდრო ბრეგაძე - „ბოგანოებმა და მათხოვრებმა მილიონები იშოვეს და ქვეყანას თავზე მოაჯდნენ”სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს:

„—  ფული გაიხადეს ცხოვრების არსად
—  ერთ დროს ბოგანოებმა და მათხოვრებმა მილიონები იშოვეს და ქვეყანას თავზე მოაჯდნენ
— თქვენ რა გგონიათ , რომ ბრძოლა უნდათ
არა ბატონებო – ერთადერთი მიზანი მოპარული მილიონების უსაფრთხოებაა და ხელისუფლებაში ამიტომ არიან.არანაირი იდეა და იდეოლოგია ამათ არ აქვთ, ერთადერთი ღირებულება ფულია
—  ძარცვავენ, ძარცვავენ და ძარცვავენ საქართველოს, წურბელებივით სისხლს წოვენ და იმდენად უტიფრები არიან,რომ გონიათ ეს მათ ეკუთვნით და დაიმსახურეს
— საქართველო სუფრაზე ახსენდებათ, გონიათ რომ თუ მამაოს ჯიპს უყიდიან ეს მათთვის ინდულგენციაა, ამის გამო ცოდვები ეპატიებათ და სამოთხის კარს გაუღებენ
— არანაირი ზნეობა, მორალი, პატიოსნება – მხოლოდ შოვნა და შოვნა, ძარცვა და ძარცვა
—  ყველაფერ ამაში ყველაზე საინტერესო ისაა, რომ გაძარცვული ხალხი მათი მძარცველების ბანაკებში გადანაწილებულა , ზოგი ერთ ვაჭარს უჭერს მხარს – ზოგი მეორე მევახშეს
—   ის ვინც დააქცია და გაანადგურა ხალხი – იმათ მცველებად მიაქირავეს თავი და იმას კი არ ფიქრობენ რომ მათი ოჯახების დამაქცევრების სამსახურში არიან
—  მართალს ამბობდა ჟან-ჟაკ რუსო –  „მონები მონობაში ყვარობენ თავიანთ მონობას და ამაყობენ მონობით “
—  ესაა პასუხი მარადიულ კითხვაზე – „გვეშველება რამე “
აი ასეთ საზოგადოებას როგორ შეიძლება რომ ეშველოს”.