ანა ბუჩუკური – „ბიძინა ივანიშვილს გახარია მიხედავს“

ანა ბუჩუკური - „ბიძინა ივანიშვილს გახარია მიხედავს“ „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითაც ბიძინა ივანიშვილის მიერ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„კონკრეტულად, სიტყვა „ღალატზე“, მხოლოდ ერთ კომენტარს გავაკეთებ – ბიძინა ივანიშვილს გახარია მიხედავს. მე პირველ რიგში ვარ მოქალაქე და ამ განცხადებას [ღალატის შესახებ] ვისმენ ადამიანისგან, რომელმაც 2021 წელის 12 იანვარს, ერთ-ერთ ეთერში თქვა, რომ საჯარო პოლიტიკაში დაბრუნებას გამორიცხავს, რადგან „მე ჩემი საქმე შევასრულე” და „ყველაფერს ძალიან კარგად ვტოვებ“, „თუ ჩემი დაბრუნება კიდევ გახდა საჭირო, ე.ი. ცუდი მენეჯერი ვყოფილვარო“ – ამ სიტყვების პატრონის სიტყვებს ფასი აქვს, თუ არა ეს საზოგადოებამ კარგად იცის“, – განაცხადა ბუჩუკურმა.